25 თებერვალს, 19:00 საათზე გიწვევთ ჟურნალისტისა და ბლოგერის, არმაზ ახვლედიანის წიგნის პრეზენტაციაზე!
„ცოცხალი კედელი” ქომაგის დღიურია, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს - „ევრო 2024-ის“ მოვლენებს აღწერს.
არმაზ ახვლედიანის ბლოგებს უკვე კარგად იცნობენ სპორტის მოყვარულები. ავტორი მისთვის დამახასიათებელი თანმიმდევრული, მხატვრული და იუმორნარევი თხრობით იხსენებს იმ ამბებს, რაც თან ახლდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ასპარეზობას. მისი ფიქრები შორეული ბავშვობის წლებსაც გადასწვდება და ყველა იმ მოგონებას მოგატარებთ, რომლებიც ყოველთვის ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებდნენ.
წარმდგენი: მიხეილ ციხელაშვილი
პრეზენტაცია გაიმართება „თიბისი კონცეპტში” (მარჯანიშვილის #7)
დასწრება თავისუფალია!
