SOLO-ს საახალწლო ღონისძიება − ლეგენდარული მეფე ლომის კინოჩვენება ორკესტრის თანხლებით
10 იანვარს SOLO და Mastercard-თან ერთად გრანდიოზული საახალწლო კონცერტით ბრუნდება, სადაც დიდ ეკრანზე იხილავთ Disney-ს ლეგენდარული მულტფილმის, მეფე ლომის, სრულ ვერსიას. რაც მთავარია, ანიმაციის მუსიკალურ ნაწილს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ემის ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი მუსიკოსის, ტიაგო ტუბერიოს, დირიჟორობით ცოცხლად, კინოჩვენების პარალელურად შეასრულებს
ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება, სადაც წლის ყველაზე ჯადოსნური საახალწლო გამოცდილების თანამონაწილე გახდებით
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ SOLO Mastercard World Elite და Wealth Mastercard World Elite ბარათით გადახდისას
გაითვალისწინეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია
თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა
8 წლიდან ყველას სჭირდება ბილეთი
