💡 24 ივნისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილთან თემაზე: „ლევ ტოლსტოის ცხოვრება და შემოქმედება".
👉 შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებთ მწერლის ცხოვრებისეულ გზაზე - არისტოკრატული გარემოდან სულიერ და ფილოსოფიურ ძიებებამდე. შეხვედრაზე განხილული იქნება მისი უმთავრესი ნაწარმოებები, მათ შორის „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“, ასევე მისი შეხედულებები ადამიანის თავისუფლებაზე, ზნეობაზე, ტრანსფორმაციასა თუ რწმენაზე.
ლექცია მსმენელს გააცნობს ტოლსტოის, როგორც არა მხოლოდ დიდ რომანისტის, არამედ მოაზროვნისა და კულტურული ფენომენის მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. მისი შეხედულებების, ფილოსოფიური ძიებებისა და ლიტერატურული გზის შესახებ დეტალებს.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.