ზოგჯერ ბიზნესის ზრდას არც ბაზარი აფერხებს, არც კონკურენცია და არც რესურსების ნაკლებობა...
ზოგჯერ ყველაზე დიდი ბარიერი ისაა, რასაც საკუთარ თავში ვერ ვხედავთ. 🛑🧭
ნაცნობია ეს განცდა?
▪️ ტრიალებ ერთ წრეზე და ვერ გადადიხარ განვითარების ახალ ეტაპზე
▪️ გიჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
▪️ ვერ ბედავ დელეგირებას და გინდა ყველაფერი აკონტროლო
▪️ ხვდები, რომ მეტი შეგიძლია, მაგრამ რაღაც უხილავი გაჩერებს...
მეწარმის გზა მხოლოდ ბიზნესის მართვა არ არის - ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მართვის გზაა.
„ლიდერის შინაგანი კომპასი - ბიზნესის ზრდის უხილავი ბარიერები და რესურსები“ - მეგი მაისურაძის საავტორო, ინტერაქციული ვორქშოპი, სივრცე, სადაც თვალს გაუსწორებ შინაგან დაბრკოლებებს და აღმოაჩენ შენს რესურსებს.
💡 რას გავაკეთებთ ვორქშოპზე?
ეს არ იქნება ლექცია!
ჩვენ ერთად შევქმნით ნდობით სავსე სივრცეს, სადაც ქოუჩინგური ინსტრუმენტების, მეტაფორული ბარათებისა და წერითი პრაქტიკის გამოყენებით:
✔ შეხვდები შენს უხილავ ბარიერებს
✔ აღმოაჩენ რესურსებს, რომლებიც უკვე გაქვს, მაგრამ ჯერ არ იყენებ
✔ დაინახავ შენი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო შემდეგ ნაბიჯებს
✔ შექმნი ინდივიდუალურ პერსონალური და ბიზნესის ზრდის სამოქმედო ხედვას ნაბიჯებით
👤 სპიკერის შესახებ:
მეგი მაისურაძე - ბიზნესის განვითარებისა და ლიდერობის მენტორი, ერიქსონის სერთიფიცირებული ქოუჩი (EPC), B4G-ის დამფუძნებელი (მეწარმეებთან მუშაობის 11-წლიანი გამოცდილებით).
ხშირად ბიზნესის ზრდა სწორედ იქ იწყება, სადაც ლიდერი საკუთარ თავს ხვდება! 📈✨
⚠️ ადგილები შეზღუდულია, რადგან ვორქშოპი არის ინტერაქციული.
👉 დარეგისტრირდი, იპოვე შენი შინაგანი კომპასი და აქციე შენი პოტენციალი რეალურ შედეგად.
26 სექტემბერი, 16:00-19:00 სთ.
ღონისძიება გაიმართება ფიზიკურ სივრცეში. ლოკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ბილეთების მფლობელები.
ბილეთის ფასი: 80 ლარი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.