Lars von Trier-ის კიდევ ერთი ავტოპორტრეტი — ერთგვარი ვარიაცია Divine Comedy-ს თემაზე.
ინჟინერი ჯეკი ოცნებობს საკუთარი სახლის აშენებაზე. ამავე დროს, ის ადამიანებს კლავს. გარეთ 1970-იანი წლებია, ხოლო ჯეკს აქვს საკუთარი თეორია სიკვდილზე, როგორც ხელოვნებაზე (ან ხელოვნებაზე, როგორც სიკვდილზე), რომელსაც ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უყვება იდუმალ ვერგილიუსს. ამ ბნელ, პროვოკაციულ და ირონიულ აღსარებაში მისი მსხვერპლები ხდებიან Uma Thurman, Riley Keough და სხვები.
გამოცემა Variety-ის რედაქტორმა Ramin Setoodeh დაწერა: „ამ ფილმის ყურება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კინოგამოცდილება იყო.“
ბევრმა მაყურებელმა დარბაზი ფილმის დასრულებამდე დატოვა. მიუხედავად ფილმის განზრახ გადაჭარბებული სისასტიკისა, დასრულების შემდეგ დარბაზი მაყურებელმა ფეხზე დამდგარმა ტაშით გააცილა. ხოლო ფრანგულმა კინოს ჟურნალმა Cahiers du Cinéma ის 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა.
ასე რომ, მოდით საკუთარი პასუხისმგებლობით — ჩვენ გაგაფრთხილეთ.