ბი დრამაქუინსი, საბერძნეთი
დიმიტრის კარანზასი
სახლი
კონცეფცია: დიმიტრის კანაზას, გელი კალამპაკა, ტასოს კარაჰალიოსი
რეჟისორი: დიმიტრის კანაზას
ვიდეო: გელი კალამპაკა
მუსიკის ავტორი: გიორგი რამანტანისი
სცენოგრაფი კლიო ბობოტი
განათების დიზაინერი: დიმიტრის კასიმატისი
კოსტიუმების მხატვარი იოანა ცამი
ქორეოგრაფი: ტასოს კარაჰალიოსი
ფოტოგრაფი: ანდრეას სიმოპულოსი
ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე
მსახიობები:
ალექსია ქალთსიკი
ფიდელ ტალამპუკასი
რეჟისორის შესახებ:
დიმიტრის კარანთზასი დაიბადა ათენში 1987 წელს. სწავლობდა რეჟისურას ემბროს უმაღლეს თეატრალურ სკოლაში, აგრეთვე კომუნიკაციასა და მედიას ათენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თეატრში : ათენის ნაციონალური თეატრი, ონასისის ცენტრი, ათენის ეპიდავროსის ფესტივალი, საბერძნეთის ნაციონალური ოპერასა, კარლოს კუნის ბერძნული ხელოვნების თეატრი და სხვა. მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ბერძნულ ასევე მსოფლიო თეატრის კლასიკას და თანამედროვე დრამატურგიას — ევრიპიდეს „ელენედან“ და „მედეადან“, შექსპირის „რომეო და ჯულიეტადან“, ჰაროლდ პინტერის, ვირჯინია ვულფის და თომას ბერნარდის პიესებამდე.
დიმიტრის კარანზასის სპექტაკლები საერთაშორისო ფესტივალებისა და თეატრების მუდმივი სტუმარია - ავინიონის ფესტივალი, გალუსტე გულბენკიანის ფონდის ღონისძიებები ლისაბონში, ნანტის ლე ლო იუნიკი, კუნსტენ ფესტივალ დეს არტეს და ოსლოს ეროვნული თეატრი.
დიმიტრის კარაზასი წარდგენილი იყო ევროპული თეატრის პრესტიჟულ პრემიაზე ნომინაციაში „ ახალი თეატრალური რეალობა“.
2020 წლიდან დიმიტრის კარანზასი ხელმძღვანელობს პროსკინიო თეატრს ათენში.
სპექტაკლის შესახებ :
„სახლი“ არის სპექტაკლი-იგავი ძალადობაზე, დამოკიდებულებაზე იმიჯებზე და ილუზიების გაბათილებაზე ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალობაზე, რომელიც, როგორც არ უნდა ეცადოთ მის თავიდან აცილება, ადრე თუ გვიან მაინც დაგეწევათ.
„სახლში“ ორი პერსონაჟია - ქალი და მამაკაცი (და-ძმა? თანაცხოვრებლები? პარტნიორები?) . ისინი საკუთარ სახლში ერთ ჩვეულებრივ დღეს ატარებენ - ასეთი სახლები ყველგანაა: ათენში, ტოკიოში, ლონდონში, მადრიდში, ამსტერდამში ან ნიუ-იორკში - ნებისმიერ მეტროპოლიაში, სადაც ადამიანები იდენტობის გარეშე საკნებში ცხოვრობენ და ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს.
ორი პერსონაჟი თავის საქმებს აკეთებს: აწყობს საყიდლებს, იხდის გადასახადებს, კეცავს ტანსაცმელს და ალაგებს სივრცესა და საკუთარ კონსტრუქციას. არაფრის კეთების ხელოვნება პოეტურ იგავამდეა აყვანილი, ყოველდღიური რუტინა გმირების ფიქრებსა და სცენას სრულიად იპყრობს. ორივე მათგანი ცდილობს ისე იცხოვროს, რომ თავი აარიდოს რეალობასთან დაპირისპირებას და დაამშვიდოს გარე სამყაროს მიერ მათთვის განკუთვნილი მარყუჟები.
სახლი ასახავს იდენტობის მუდმივი დაშლის პროცესს და განთავისუფლებას ოთხ კედელში, რომელიც ერთნარია ტოკიოშიც და ათენშიც.
ეს ნაზი და მწვავე კვლევაა იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ და რას ვმალავთ სანამ კარები არ დაიკეტება.
დასაწყისი: 20:00
სპექტაკლის ,,სახლი” შემდეგ თეატრის ფოიეში , მაყურებელს საშუალება ექნება შეხვდეს რეჟისორს და მსახიობებს.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე მოდერაცია და თარგმანი ქართულად Q&A
ხანგრძლივობა | 40 წუთი
Venue: თეატრი სახელოსნო 42
მისამართი | აკაკი წერეთლის გამზირი # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)
შემოსასვლელი | დავით ბაქრაძის ქუჩა #3
ფესტივალის ინიციატორი და მასპინძელი ქალაქ თბილისის მერია
2025 წლის ფესტივალის ოფიციალური სპონსორია Visa / თიბისი კონცეპტი
* ბილეთების შეძენისას თანხმობას აცხადებთ, ფესტივალის მსვლელობის დროს გადაღებულ ვიდეო ან ფოტო მასალაში გამოჩენაზე.
ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ:
- 20 % ბილეთების გაყიდვის პირველი 10 დღე:
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, 11 – 15 ივლისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათის მფლობელებისთვის ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
*შემდეგი 7 დღე გაიხსნება ყველა სხვა ბარათის მფლობელებისათვის, თუმცა
-20% ფასდაკლება დარჩება მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის.