პოლონური კინოს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფილმი, მსოფლიო სიურრეალიზმის შედევრი და 1973 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.
რა ემართება მოგონებებს, როდესაც ადამიანი კვდება? იოზეფი იდუმალ სანატორიუმში ჩადის მამის სანახავად და აღმოაჩენს, რომ აქ სიკვდილი დაგვიანებით მოქმედებს: აწმყო ერთბაშად კი არ ქრება, არამედ ნელ-ნელა იშლება, წარსული ჯიუტად ბრუნდება, ხოლო უსასრულო დერეფნების თითოეული კარის მიღმა მთელი სამყარო იმალება — მოგონება, მშვიდი სიზმარი თუ კოშმარი.
ჰასის ფილმი დაფუძნებულია პოლონელი ებრაული წარმოშობის მწერლისა და მხატვრის, Bruno Schulz-ის პროზაზე და ემორჩილება არა თანმიმდევრული თხრობის კანონებს, არამედ მეხსიერების არაწრფივ ლოგიკას. ეს ფაქტობრივად მოგზაურობაა მეხსიერების სივრცეებში — ბავშვობაში, დანაკარგებში და შიშებში.
🏆 ჟიურის სპეციალური პრიზი, Cannes Film Festival, 1973.