„შრეკის ისტორია ფენებად“ — ლექცია მხატვარ ალისა გორშენინასგან
ლექციაზე ალისა ისაუბრებს, ვინ არის შრეკი, რა არის მისი ფენომენი და რევოლუციურობა, როგორ იქმნებოდა ანიმაციური ფილმი და რისგან შედგება „შრეკის“ სამყარო. მხატვარი გაგიზიარებთ საინტერესო ფაქტებს და მოყვება, თუ რატომ არის ეს ანიმაცია მისთვის პირადად მნიშვნელოვანი.
ალისა გორშენინა (Alice Hualice) — მულტიდისციპლინარული ხელოვანია. 2013 წლიდან მონაწილეობს ქართულ, რუსულ და საერთაშორისო გამოფენებში. არის Second Hand არტ-ჯგუფის (2013–2016) დამფუძნებელი და წევრი. მუშაობს ავტორისეული კონცეფციის „თვითგანმხატვრულების“ ფარგლებში — სიცოცხლისა და ხელოვნების დაახლოების იდეით.
