გრინჩსაც უნდა თამაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
გრინჩსაც უნდა თამაში

გრინჩსაც უნდა თამაში

გრინჩსაც უნდა თამაში
13 Giorgi Akhvlediani Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან138
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

გრინჩსაც უნდა თამაში!

 

 

თამაშობანაში გელოდებათ...

 

 

 

1,5 საათიანი საახალწლო პროგრამის განმავლობაში ბავშვები მთელ თამაშობანას თამაშ-თამაშით შემოივლიან და ყველა სადგურზე მრავალფეროვანი და თემატური აქტივობებით დაკავდებიან.

 

 

 

პროგრამა აერთიანებს: გრინჩთან და სინდი ლუსთან თამაშს, ჟღარუნა ორცხობილების გამოცხობას, მწვანე ტყლარწის და ფერადი თოვლის მომზადებას, დისკოში ცეკვა-თამაშს, თეატრში კულმინაციურ ინტერაქტიულ წარმოდგენას და რაც მთავარია ამბავს, რომელიც ბავშვებს ემპათიას და მიმღებლობას ასწავლის.

 

 

 

პროგრამის პარალელურად, თამაშობანას ეზოში მშობლებს საშობაო ბაზრობა გელოდებათ, სადაც საახალწლო საჩუქრების, სამახსოვრო ნივთების შეძენას და იქვე შეფუთვას შეძლებთ, თამაშობანას მეგობარი ბრენდების დახლებზე.

 

 

 

პროგრამის აღწერა (ოთახების მიხედვით):

 

 

 

თავისუფალი თამაშის სივრცე - გრინჩის გაყინული გულის პოვნა

ბავშვები გუნდებად დაიყოფიან და სივრცეში დამალულ ,,გრინჩის გაყინული გულის'' ფრაგმენტებს მოძებნიან. საზეიმო ოთახებში სხვადასხვა აქტივობის შესრულების შემდეგ კი გრინჩს გულს უკან დაუბრუნებენ.

 

დისკო ოთახი - საახალწლო ცეკვა

პატარები საახალწლო ცეკვის მოძრაობებს ისწავლიან და ბევრს იხალისებენ.

 

სტემ ოთახი - გრინჩის თოვლიანი ლაბორატორია

ამ ოთახის სტუმრებს წინ მწვანე ტყლარწებისა და ფერადი თოვლის მომზადება ელოდებათ.

 

კულინარიის ოთახი - გამოვუცხოთ გრინჩს სიყვარული!

კულინარიულ ოთახში ბავშვები გრინჩისთვის გულის ფორმის ჟღარუნა ორცხობილებს მოამზადებენ.

ფოტო და ვიდეო

გრინჩსაც უნდა თამაში

ადგილი