მოჩვენება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მოჩვენება

მოჩვენება

მოჩვენება
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

განრიგი

08.02.2026
კვირა
12:00
12

აღწერა

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს. „მოჩვენება“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბორის აპრილოვის ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე რეჟისორმა ნინო დავითაშვილმა განახორციელა.

 

ორიგინალური პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი სიკეთისა და სიყვარულის მარადიულ იდეალებს გამოხატავს. სანახაობითად მრავალფეროვანი წარმოდგენა კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ ზღაპრების ფერადოვან ლაბირინთებში, სადაც სიკეთისა და ბოროტების კონტრასტული დაპირისპირება სიკეთის უპირობო გამარჯვებით სრულდება.

 

სპექტაკლი მეტად სახალისო ტონალობაშია გადაწყვეტილი და ოთხი მეგობრის ურთიერთობას შეეხება. წარმოდგენის მესვეურები ბავშვებს შეიყვანენ მიმზიდველ და აზარტულ სიტუაციაში, სადაც ერთი ონავარი მეგობრის ოინი ემსახურება დანარჩენთა შიშის დაძლევას. დადგმა მდიდარია მხატვრული სახეებით და სარეჟისორო გადაწყვეტის ორიგინალობით, სადაც მაყურებელს ინტერაქტიული ჩართულობის შესაძლებლობა ექნება.

 

ასაკი : 5+

ფოტო და ვიდეო

მოჩვენება

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება