HR hub - ის ორგანიზებით და ASBC - ის მხარდაჭერით, 27 მარტს 16:00სთ-ზე Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ) ღონისძიება The Future of Work - HR & Tech Leadership - გაიმართება. ღონისძიებაზე ვისაუბრებთ ტალანტების მართვაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე და იმაზე, თუ როგორ შევქმნათ მომავლის, ჭკვიანი სამუშაო გარემო ორგანიზაციაში.
სპიკერების და განრიგის სანახავად, გადადით ბმულზე: hrhub.ge/the-future-of-work/
ღონისძიებას დაესწრებიან: სხვადასხვა სფეროს კერძო და საჯარო სექტორის HR დირექტორები, მენეჯერები, Talent Acquisition Leads, CIO / CTO, IT ხელმძღვანელები და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერები, დამფუძნებლები და დირექტორები.
მთავარი თემები:
1. Smart Workplace: სივრცე, ტექნოლოგია და Employee Experience. მომავლის ორგანიზაცია - როგორ შევქმნათ ინოვაციური და ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილი სამუშაო ადგილი/გარემო/კულტურა;
2. შრომის სამართალი პრაქტიკაში. სიახლეები;
3. როგორ გავიმარჯვოთ ტალანტების ომში? ტალანტების მოზიდვა, დაქირავება, კეთილდღეაობაზე ზრუნვა, შენარჩუნება. გლობალური კონკურენცია, ტექ კომპანიის დამსაქმებლის ბრენდის განვითარება, როგორ ვამოტივიროთ IT ტალანტები;
4. HR+CTO: როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტური შედეგებისთვის. რა როლი აქვს ადამიანურ კაპიტალს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში? ტექ. ტალანტების მოზიდვა, ჩართულობა, ადამიანური კაპიტალის როლი ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში;
5. ტექნოლოგიურ გუნდებში მოტივაციის ახალი მოდელები.
ღონისძიების ფორმატი:
- სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
- პანელ-დისკუსია;
- ნეთვორქინგი.
რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?
- იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს.
- HR და IT დღეს ერთ სტრატეგიულ მაგიდაზე სხედან, მოისმენთ საინტერესო დისკუსიას.
- როგორ შევქმნათ მომავლის ორგანიზაცია და როგორ მოემზადო AI ეპოქისთვის?
- გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას. აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.
თუ გინდათ თქვენი კომპანია მომავლის გამოწვევებისთვის მზად იყოს, დროა დარეგისტრირდეთ.
ერთი ორგანიზაციიდან ორზე მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებთ 10% ფასდაკლებით (თუ ორგანიზაციიდა მოდიხართ რამდენიმე თანამშრომელი, გთხოვთ ყველა დარეგისტრირდით ინდივიდუალურად და გამოგიგზავნით გაერთიანებულ ინვოისს).
ღონისძიების პარტნიორები არიან: Grata DMC Wonderfly სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.
შემოგვიერთდით გუნდებთან ერთად!
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
