ხელოვნური ინტელექტის მომავალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის მომავალი

ხელოვნური ინტელექტის მომავალი

ხელოვნური ინტელექტის მომავალი
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

აღწერა

23–24 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემატიკაზე:
🤖 „ხელოვნური ინტელექტის მომავალი - სად ვართ და სად მივდივართ?!“
კონფერენცია გააერთიანებს სტუდენტებს, მკვლევრებსა და ლექტორებს, ასევე, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, რათა ერთად იმსჯელონ ხელოვნური ინტელექტის მომავალზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საზოგადოების ტრანსფორმაციაზე.
📚 კონფერენციის თემატიკა მოიცავს:
🔹 Generative AI
🔹 AI და განათლება
🔹 Machine Learning & Deep Learning
🔹 AI და მედია
🔹 AI ეთიკა და რეგულაციები
🔹 AI და მომავლის საზოგადოება
🔹 AI და მომავლის პროფესიები
🔹 AI Startups & Innovation
🔹 და სხვა
📝 კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 აგვისტომდე მითითებული ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/KQ6gHtRgdL9WLv1o9

🏆 საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება კრებულში „ხელოვნური ინტელექტის მომავალი“!

📢 არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, წარადგინოთ თქვენი კვლევა, გაუზიაროთ იდეები აკადემიურ საზოგადოებას და გახდეთ AI-ის მომავლის შესახებ დისკუსიის ნაწილი.

ფოტო და ვიდეო

ხელოვნური ინტელექტის მომავალი

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. 

ამ ადგილის ყველა ღონისძიება