კონკისტადორი მაიას პირამიდას უტევს, სადაც ფრანცისკანელთა დაზვერვის ინფორმაციით მარადიული სიცოცხლის წყარო ინახება. ათასი წლის შემდეგ მისი ორეული კოსმოსში მტანჯველად მიიწევს სადღაც მინის ბუშტში გამომწყვდეული. ხოლო ესპანელ კონკისტადორსა და კოსმოსურ მოგზაურს შორის, თანამედროვე ამერიკულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ონკოლოგი ცდილობს გადაარჩინოს ცოლი, რომელიც სასიკვდილო სიმსივნით კვდება. დაუძლურებული ცოლი ლამაზი კალიგრაფიული ხელწერით წერს რვეულში რომანს — კონკისტადორისა და ასტრონავტის შესახებ.
ზღაპრულად ლამაზი, ჰიპნოზური ფილოსოფიური იგავ-ფილმი.