შაბათი, 16 მაისი 10:00
კვირა, 17 მაისი 10:00
შაბათი, 23 მაისი 10:00
კვირა, 24 მაისი 10:00
ლეო ინსტიტუტი 1985 წლიდან დღემდე ათი ათასობით ადამიანს საკუთარი ცხოვრებისა და საქმიანობის ტრანსფორმაციაში ეხმარება. კომპანიის მიზანია ადამიანებმა ისწავლონ, როგორ გახდნენ თავიანთი ცხოვრების, პირადის თუ პროფესიულის, შემოქმედები და არ მოექცენ გარემოს, სხვა ადამიანების სურვილების თუ შეფასებების და რაც მთავარია, საკუთარი შემზღუდველი ფიქრების გავლენის ქვეშ.
პირველი წარმატებული გამოშვების შემდეგ, ლეო ინსტიტუტის ახალი, 4-დღიანი სემინარი “The Foundation” ბრუნდება. სემინარი ჩატარდება ორი თანმიმდევრული შაბათ-კვირის განმავლობაში და საშუალებას მოგცემს, ჩაუღრმავდე შენს ყოველდღიურ გამოცდილებებს ზედაპირს მიღმა და გამოიკვლიო, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში შენი გონება. ეს ინტენსიური სემინარი გამოავლენს აზროვნების პატერნებს, ქცევით ჩვევებსა და არაცნობიერ შიშებს, რომლებიც ფარულად წარმართავენ შენს არჩევანს და გასწავლის, თუ როგორ გარდაქმნა ავტომატური რეაქციები მიზანმიმართულ პასუხებად.
შაბათი-კვირის სესიებს შორის არსებული 5-დღიანი ინტერვალი საშუალებას მოგცემს მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება მოახდინო.
თვითაღმოჩენის ეს მოგზაურობა დაგეხმარება:
● ამოიცნო გონებრივი და ემოციური ნიშნები, რომლებიც შენს გადაწყვეტილებებს წარმართავენ;
● დაეუფლო შენს ემოციებს და უპასუხეო სიცხადით, რეაქტიულობის ნაცვლად;
● გამოავლინო შემზღუდველი დაჯერებები და შიშები, რომლებიც ხელს გიშლიან;
● დაძლიო საკუთარი თავის განკითხვა;
● აღიდგინო და გააძლიერო საკუთარი თვითშეფასება უფრო ღრმა თვითშემეცნების გზით;
● განავითარო პრაქტიკული ინსტრუმენტები გააზრებული პასუხებისთვის, იმპულსური რეაგირების ნაცვლად;
● აიღო შენი ცხოვრების მიმართულებაზე ცნობიერი კონტროლი;
● იპოვო შინაგანი სიცოცხლის წყარო;
● იცხოვრო ავთენტურად.
სემინარი The Foundation ლეო მეთოდოლოგიას ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის, ვინც შინაგანი და გარეგანი ზრდისკენ ისწრაფვის. წელიწადში მხოლოდ ერთხელ და განსაკუთრებულ ფასად, შენ გეძლევა შანსი, განიცადო ღრმა პიროვნული ტრანსფორმაცია და მიიღო გამორჩეული ღირებულება.
განრიგი
სემინარი მოიცავს ორ თანმიმდევრულ შაბათ-კვირას, თითოეული დღე 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ფასილიტატორები
სამი კოენი - “ლეო ინსტიტუტის” თანა-დამფუძნებელი და “ლეო მეთოდოლოგიის” თანა-ავტორი.
ანა კოენი - “ლეო ინსტიტუტის” თანა-დამფუძნებელი.
Super Early Bird ფასდაკლება - 490 ლარი (SOLD OUT)
Early Bird ფასდაკლება - 740 ლარი
სრული ღირებულება - 990 ლარი
ფასდაკლება
დარეგისტრირდი ახლავე და ისარგებლე სპეციალური ფასით. შეთავაზება მოქმედებს შეზღუდული დროით.
* გაუქმების პოლიტიკა: გთხოვთ, გაითვალისწინე, რომ სემინარის ბილეთები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
** სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
დამხმარე ლინკები:
https://www.facebook.com/leo.methodology
https://www.instagram.com/leoinstitute/
კორპორატიული შემსყიდველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: salin@leo.institute.
კორპორატიული შესყიდვები განხორციელდება პირდაპირი საბანკო ჩარიცხვით, ინვოისის საფუძველზე (დღგ-ს ჩათვლით)