„ფეხბურთელები“ - სიცილით, ბრაზითა და სიცოცხლით სავსე ამბავი გოგოებზე, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ და დაიღალნენ იმის მოსმენით, რომ რაღაც არ შეუძლიათ. ერთად სწავლობენ თამაშს, ერთმანეთის მოსმენას და დაცვას - მოედანზეც და მის გარეთაც.
სამეფო უბნის თეატრი გიწვევთ ახალ სპექტაკლზე მოზარდებისთვის და ყველასთვის, ვინც მოზარდი იყო.
წამოიყვანე შენი გუნდი!
მონაწილეები და სპექტაკლის შემქმნელები: ნია გუგავა, მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, ელენე მინდიაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ქეთი ჯავახიშვილი, / სცენოგრაფი: ქეთევან ნადიბაიძე / კოსტიუმების მხატვარი: ნუცა კერესელიძე / კომპოზიტორი: ნინი ბანცაძე