მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

განრიგი

21.06.2026
კვირა
20:00
50

აღწერა

 

💡 21 ივნისს მამების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე: „მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე", რომელსაც ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი წარუძღვება.

 

👨‍👧 მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მამის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ რეგულაციაზე, დამოუკიდებლობის განვითარებასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

 

🧭 ლექციაზე განვიხილავთ მამის არქეტიპს, იმ ფსიქოლოგიურ სახეს, რომელიც სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში განსხვავებული ფორმით გვხვდება და რომელიც ავტორიტეტთან, დაცულობასთან, საზღვრებთან, პასუხისმგებლობასა და სამყაროსთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული.

 

✨ ლექცია საინტერესო იქნება როგორც მშობლებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ოჯახური ურთიერთობების, პიროვნული განვითარების და ფსიქოლოგიური არქეტიპების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.

 

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 

ფოტო და ვიდეო

მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება