ეგზისტენციალური სამეცნიერო ფანტასტიკა ცნობილი იაპონელი ავანგარდისტის, კობო აბეს სცენარის მიხედვით, მეცნიერ-ქიმიკოს ოკუიამას შესახებ, რომელიც წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად დასახიჩრდა. პირდაპირი მნიშვნელობით სახე დაკარგული ბატონი ოკუიამა თანხმდება თავისი ფსიქიატრის რადიკალურ ექსპერიმენტს — უცნობი ადამიანის ანაბეჭდის მიხედვით შექმნილი სახის გადანერგვას. ახლა ის სხვა ადამიანია — გათავისუფლებული წარსული ცხოვრებისგან, საკუთარი მეუღლისა და მეგობრებისგან და საბოლოოდ — საკუთარი თავისგანაც.
