5 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: „პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი",რომელსაც წარუძღვებიან ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
➡ ეგზისტენციალური კრიზისი ადამიანის ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული გამოცდილებაა. ის შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრების საზრისზე, საკუთარ არჩევანზე, თავისუფლებაზე, ტანჯვაზე, რწმენასა და არსებობის მნიშვნელობაზე იწყებს ფიქრს. ლექციაზე განვიხილავთ, რატომ ჩნდება ყოფიერების კრიზისი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები, არის თუ არა ის დროებითი მდგომარეობა თუ ადამიანის ცხოვრების მუდმივი თანმდევი გამოცდილება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეგზისტენციალური კრიზისის ქრისტიანულ ხედვას და სიღრმის ფსიქოლოგიის პერსპექტივას. ვისაუბრებთ არა მხოლოდ კრიზისის მტკივნეულ მხარეზე, არამედ მის დადებით მნიშვნელობაზეც, როგორ შეიძლება შინაგანმა დაძაბულობამ, გაურკვევლობამ და კითხვებმა ადამიანი უფრო ღრმა თვითშემეცნებამდე, სულიერ ძიებამდე და ცხოვრების საზრისის გააზრებამდე მიიყვანოს.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი.