კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადამიური დრამატული თეატრი და მოხეტიალე მთვარის თეატრი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ნოველების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც მოგვითხრობს ადამისა და ევას ურთიერთობას ბავშვობიდან სიბერემდე. კომედიური სპექტაკლი - ექსპერიმენტი, სადაც მსახიობები ეცდებიან თქვენთან ერთად გაარკვიონ, თუ როგორ იბადება და სახეს იცვლის ის გრძნობა, რომელსაც ყველანი ჩვენ ვეძახით სიყვარულს.
