სპექტაკლი შექმნილია გოგოლისა და ტოლსტოის „შეშლილის წერილების“ მოტივებზე. სხვადასხვა სცენის გაერთიანებითა და ახალი ეპიზოდების დამატებით, შეიქმნა მონო-სპექტაკლი, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებას იკვლევს.
ნაწარმოებში წამოჭრილი თემები, მარტოობა, გაუცხოება, საზოგადოებრივი წნეხი და თავისუფლების სურვილი, ის რაც ყველა დროში და დღესაც აქტუალურია.
ეს არის ადამიანის შინაგანი ბრძოლა სამყაროსთან, რომელიც ხშირად ვერ იღებს განსხვავებულს.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.