„A-ს დღიურები“ 16+
სპექტაკლის ენა: ქართული
მონოსპექტაკლი
რეჟისორი — ვარლამ ნიკოლაძე
დამდგმელი მხატვარი — ლუკა ბასელია
კომპოზიტორი — გოგი ჩლაიძე
მოძრაობის რეჟისორი — ზურაბ გუგუშვილი
რეჟისორის თანაშემწე — ნატო ღლონტი
„A“-ს როლში — ზურაბ შილაკაძე
ანოტაცია
სპექტაკლი გოგოლისა და ტოლსტოის სიგიჟის თემაზე შექმნილი ნაწარმოებების მოტივებს ეფუძნება. სხვადასხვა სცენის გაერთიანებითა და ახალი ეპიზოდების დამატებით შეიქმნა მონოსპექტაკლი, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტს იკვლევს.
მარტოობა, გაუცხოება, საზოგადოების ზეწოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა — ნაწარმოების მთავარი თემები ყველა ეპოქაში აქტუალურია და არც დღევანდელობას კარგავს.
ეს არის ადამიანის შინაგანი ბრძოლის ისტორია სამყაროსთან, რომელსაც ხშირად უჭირს მიიღოს ის, ვინც სხვებისგან განსხვავდება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.