XV საუკუნე, ავსტრიის მიყრუებული სოფელი.
ახალგაზრდა ქალი, აგნესი, ქორწინდება. მას ბავშვების სურვილი აქვს, მაგრამ მეუღლე ცოლის მიმართ მოვალეობას არ ასრულებს. მძიმე ყოველდღიური შრომა, წუნი ცოლის დედამთილისგან — და აგნესი სულ უფრო ხშირად მარტოდმარტო დაეხეტება ტყეში, შეპყრობილი ბნელა ფიქრებით.
ფოლკ-ჰორორი რეალურ ამბებზე დაყრდნობით.
ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა „ეშმაკის აბანო“ — ძველი ევფემიზმი ღრმა დეპრესიისთვის, იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობის ზღვარზეა.
ფილმი გვიჩვენებს, რა გამაოგნებელ და ხშირად მტკივნეულ გზებს მიმართავდნენ ღრმად მორწმუნე ზემო ავსტრიელი ადამიანები თვითმკვლელობის ჩასადენად.