კონკიას სიკვდილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კონკიას სიკვდილი

კონკიას სიკვდილი

კონკიას სიკვდილი
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან80
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

06.07.2026
ორშაბათი
20:00
80

აღწერა

 

“კონკიას სიკვდილი” არის ბრენდ DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენება თეატრალურ ფორმატში, თეატრ სახელოსნო 42-ის სცენაზე. 

 

ეს არის მოდისა და თეატრის დიდი შეხვედრა; უნიკალური პერფორმანსი, სადაც ჩვენება სრულფასოვან თეატრალურ გამოცდილებად გარდაიქმნება. 

 

ეს არ არის ტრადიციული Runway Show, რადგან პერსონაჟების ხმები და ისტორიები DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენების ერთიან სცენურ განწყობას ქმნიან, სადაც კოლექცია ნარატივის ნაწილი ხდება, ხოლო, პერსონაჟი - ემოციური გამოცდილება, რომელიც ვერბალური თუ არავერბალური თეატრალური ენის საშუალებით ცოცხლდება სცენაზე.

 

წარმოდგენის განმავლობაში მაყურებელი მოისმენს ხუთი ქალის პირად ისტორიას, მათ განსხვავებულ გამოცდილებებს გადარჩენის, სილამაზის, ძალაუფლების, მეხსიერებისა და ბრძოლის შესახებ. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რას ვკარგავთ და რას ვინახავთ, რა რჩება მაშინ, როდესაც ზღაპარი მთავრდება და ვინ მოგვითხრობს სიმართლეს კონკიას სიკვდილის შესახებ…

 

ფოტო და ვიდეო

კონკიას სიკვდილი

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება