სინამდვილის ცეკვა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სინამდვილის ცეკვა

სინამდვილის ცეკვა

სინამდვილის ცეკვა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ეს არის ხოდოროვსკის შემოქმედების მწვერვალი და ამავდროულად მისი საკუთარი სიურეალისტური ავტობიოგრაფია და კინოაღსარება. პოეტური, მეტაფორული და ზოგჯერ ოდნავ სიგიჟის ზღვარზე — თუმცა კლასიკოსისგან სხვას არცავინ ელოდა.

გადაღებების დაწყებამდე ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხოდოროვსკი არაფერს იღებდა (ცდილობდა, მაგრამ გეგმებზე შორს საქმე არ მიდიოდა), წერდა წიგნებს, ატარებდა უფასო ტაროს სეანსებს და ეწეოდა ე.წ. „ფსიქომაგიას“.

(ფსიქომაგია მისი საკუთარი გამოგონებაა და დაახლოებით ასე მუშაობს:
„მინდა ბევრ მამაკაცთან ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა ქმარს ვუღალატო. რა ვქნა?“ — „საკუთარ ქმართან ბევრჯერ დაიძინე, ყოველ ჯერზე უცხო კაცად გადაცმული“.)

ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტების ყველა კითხვაზე ოსტატი ხელის ერთი მოქნევით პასუხობდა: „რა სისულელეა ფილმის გადაღება ფულის საშოვნელად! მე ფილმებს ვიღებ იმისთვის, რომ ფული დავკარგო!“
და როცა ბოლოს და ბოლოს ახალი ფილმისთვის საკმარისი თანხა დააგროვა, გადაიღო ცოცხალი, სავსე კინო ისეთი რაოდენობის სახეებითა და იდეებით, რომ ისინი რამდენიმე ფილმისთვისაც კი ეყოფოდა — ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხოდოროვსკის ეშინოდა, რომ შემდეგი ფილმის გადასაღებად ისევ 20 წელი არ დასჭირვებოდა ლოდინი. და მართლაც, ორი წლის შემდეგ გამოვიდა გაგრძელება — „უსასრულო პოეზია“ (რომელსაც ამ კვირაში ვნახავთ).

სავალდებულოა სანახავად ყველასთვის, ვინც ოდნავ მაინც გრძნობს, რომ ის, რასაც ობიექტურ რეალობად მივიჩნევთ, სინამდვილეში მხოლოდ გონებაში მიმდინარე ცეკვაა.

ფოტო და ვიდეო

სინამდვილის ცეკვა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება