„ანა ფრანკის დღიური“ 12+ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
„ანა ფრანკის დღიური“ 12+

„ანა ფრანკის დღიური“ 12+

„ანა ფრანკის დღიური“ 12+
1, რუსთაველის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან25 ₾
ქართული

განრიგი

31.10.2026
შაბათი
19:00
25 ₾
01.11.2026
კვირა
19:00
25 ₾
22.11.2026
კვირა
19:00
25 ₾

აღწერა

„ანა ფრანკის დღიური“ 12+

სპექტაკლის ენა: ქართული

რეჟისორი — გაგა გოშაძე
დამდგმელი მხატვარი და კოსტიუმების მხატვარი — ცისანა პეტრიძე
რეჟისორის თანაშემწე — თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ

მისტერ ფრანკი — მიხეილ ღომიძე
მისის ფრანკი — სალომე ბედინეიშვილი
ანა ფრანკი — მარიამ გუჯაბიძე
მარგო ფრანკი — ანი მელაძე
მისტერ ვან დაანი — გიორგი კურავა
მისის ვან დაანი — მარიამ გველესიანი
პიტერ ვან დაანი — თომა ნოზაძე
დუსელი — ნოდარ სანტელიძე
კრალერი — მარიამ ენდელაძე

ანოტაცია

რეჟისორმა გაგა გოშაძემ ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის მსოფლიოში ცნობილი დრამა „ანა ფრანკის დღიური“ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დადგა. სპექტაკლი იმდენად შთამბეჭდავი და პროფესიონალურად შესრულებული აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარის ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც პროფესიული თეატრისთვის, ისე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობებისთვის.

ომი ლიტერატურის, თეატრისა და ზოგადად ხელოვნების ამოუწურავი თემაა, თუნდაც იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორია მრავალი თვალსაზრისით ომების ისტორიაცაა.

„ანა ფრანკის დღიური“ ახალგაზრდა გოგონას მძიმე და სულისშემძვრელ ისტორიას გვიყვება. მას საიდუმლო თავშესაფარში დამალვა უწევს, სადაც სიცოცხლითა და იმედებით სავსე უდანაშაულო ბავშვი ომის სასტიკი რეალობის მძევალი და საბოლოოდ მისი მსხვერპლი ხდება.

ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

ფოტო და ვიდეო

„ანა ფრანკის დღიური“ 12+

ადგილი

Batumi Drama Theatre

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება