სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

აღწერა

"სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები" 

შაბათის ფსიქოანალიტიკური სემინარები

(12 სემინარი; 2026 წ თებერვალი-ივლისი)

მომხსენებელი: გიგა მამინაშვილი

სასემინარო განრიგი: 

სემინარები გაიმართება თვეში ორჯერ, თვის მეორე და მეოთხე შაბათს 17:00 საათზე 2026 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით: (14-28 თებერვალი; 14-28 მარტი; 11-25 აპრილი; 9-23 მაისი; 13-27 ივნისი; 4-11 ივლისი)

სასემინარო კურსის ღირებულება და მონაწილეობის პირობები: 

A. ერთ სემინარზე დასწრების ღირებულება ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრთა, ასოცირებულ წევრთა, ისევე როგორც ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეთათვის შეადგენს 10 ლარს (სრული სასემინარო კურსის ღირებულებაა 120 GEL), 

B. ხოლო ყველა სხვა დაინტერესებულ პირთათვის 20 ლარს (სრული სასემინარო კურსის ღირებულებაა 240 GEL)
ანგარიშის ნომერი: GE20TB7815045066300004
დანიშნულებაში მიუთითეთ „ფსიქოანალიტიკური სემინარები“

სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/.../1FAIpQLSfbpaWW99O.../viewform...

პუბლიკა: სემინარები განკუთვნილია როგორც სტუდენტების, კოლეგა ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრებისთვის, ასევე ფსიქოანალიზით დაინტერესებული სხვა პროფესიის წარმომადგენელთათვის.

მომხსენებლის შესახებ:

გიგა მამინაშვილი არის 
ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი 
Université de Paris-Cité, Sorbon

ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის მაგისტრი 
TSU, Université Paris VII Denis UFR d'Études Psychanalytiques - Paris 7 Diderot

ასოციაცია Espace Analytique -Assotiation de formation psychanalytique et de recherches freudienns - ის ფსიქოანალიტიკოს.

კავკასიის უნივერსიტეტის (СU) ასოცირებული პროფესორი

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი 

ადგილი: სემინარები გაიმართება როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ (ზუმი) ფორმატში

მისამართი: ყაზბეგის 34ა, ევროპული სკოლის პირდაპირ. სართული 9. კარი 33. 

რეგისტრაციის ბმული იხ. ქვემოთ კომენტარებში

შენიშვნა: სემინარები არ არის ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პროგრამის, ისევე როგორც ასოციაციის შიდა ან საჯარო აქტივობების ნაწილი, არამედ იმართება ორგანიზაცია „შაბათის ფსიქოანალიტიკური სემინარების“ ფარგლებში, მომხსენებლის/მომხსენებელთა ინდივიდუალური ინიციატივის საფუძველზე.

სემინარო ციკლის ანოტაცია:

სექსუალობა და ლტოლვა ფსიქოანალიზის ცენტრალური და ფუნდამენტური კონცეპტებია. ფსიქიკურ ცხოვრებაში სექსუალობის წამყვანი მნიშვნელობის აღმოჩენა ფროიდის მიერ არაცნობიერის როგორც ფსიქიკური რეალობის აღმოჩენას დროში ემთხვევა, რამაც როგორც ეთიკურმა და ამავე დროს კლინიკური მნიშვნელობის აქტმა, ძირეულად შეცვალა ადამიანის ბუნების აღქმა და გააზრება მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში; შედეგად ნორმისა და პათოლოგიის ცნებები და მათ შორის რელიგიისა და კულტურის მიერ გავლებული მკვეთრი წითელი ხაზები სულ უფრო მკრთალი და ბუნდოვანი გახდა. 
სექსუალობა ადამიანთან არ არის დეტერმინირებული ბიოლოგიური ინსტინქტით, არამედ დენატურალიზებული ფორმით ვლინდება ენისა და კულტურის, აკრძალვისა და კანონის სუბიექტთან. სექსუალობა არა მხოლოდ ნევროზების ფსიქოპათოლოგიას განსაზღვრავს, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობის, სოციუმის წევრთა შორის კავშირების, ისევე როგორც სუბიექტის შემოქმედებითი და კულტურული აქტივობის ლტოლვით ფუნდამენტს წარმოადგენს. გამრავლების მიზანს მნიშვნელოვანწილად აცდენილი პოლიმორფულად პერვერსიული და ნევროტიკთან განდევნილი სექსუალობა ინფანტილური ბუნების არის და დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გავლენას ახდენას, როგორც სუბიექტის ფსიქიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე, ასევე კოლექტივის სტრუქტურაციასა და დისკურსებზე. 
მოცემული სასემინარო ციკლის ფარგლებში სექსუალობაზე საუბრისას დავეყრდნობით, როგორც ფუნდამენტურ ტექსტებს ფსიქოანალიზში (მაგალითად ფროიდის „სამი ესე“ - 1905 წ), ასევე ფროიდის შემდგომ განვითარებებსა და ზოგიერთ თანამედროვე ავტორს. ყურადღებას გავამახვილებთ სექსუალობის როგორც თეორიული და კლინიკური კონცეპტის დაბადებასა და განვითარებაზე ფსიქოანალიზში, ასევე სექსუალობის ფსიქოპათოლოგიაზე, სექსუალობის როლსა და ადგილზე ფსიქოანალიტიკურ და ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში. 
ადამიანთან სექსუალობა დაღდასმულია ენით, სოციო-კულტურული წესრიგითა და აღმნიშვნელით, ისევე როგორც სიმბოლური კანონით, აკრძალვითა და სქესთა შორის, აგრეთვე თაობათა შორის დიფერენციაციით, რაც სასემინარო ციკლის ფარგლებში გვავალდებულებს სექსუალობა განვიხილოთ ერთის მხრივ, ქალურობისა და მამაკაცურობის კონტექსტში, ხოლო მეორეს, მხრივ კულტურული წესრიგის კონტექსტში, როგორც შიდაფსიქიკური კონფლიქტის მამოძრავებელი ძალა. 
სემინარო ციკლის ფარგლებში განვიხილავთ სექსუალური ობიექტის არჩევის საკითხს ქალთან და კაცთან ადამიანის ფუნდამენტურად ბისექსუალური ბუნების გათვალისწინებით, ისევე როგორც იდენტიფიკაციისა და იდენტობის საკითხებს ორივე სქესთან. 
ბოლო 2 სემინარი მიეძღვნება სექსუალობის ადგილსა და ბუნებას, მისი გამოვლინებების ფორმებს მოდერნულობისა და სამომხმარებლო საზოგადოების ფარგლებში იმ სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა განეცადა ჩვენს დროში ოიდიპოსის კომპლექსს, მამის ფუნქციასა და ადგილს, ისევე როგორც სიმბოლიზაციის, სუბლიმაციისა და განდევნის ბედს თანამედროვეობის ფარგლებში დღეს. 

სასემინარო თემები:

შენიშვნა: 12 სემინარი მოიცავს ქვემოთ გაწერილ ძირითად სასემინარო საკითხებს, თუმცა თემების ერთ ბლოკს აუცილებლად ერთ კონკრეტულ სემინარი შესაძლოა არ ფარავდეს. 

1. ნევროზების ეტიოლოგიის ძიებაში - ფროიდის პირველი დაკვირვებები და თეორეტიზაცია: 
შესავალი: სექსუალობის, ლიბიდოსა და ლტოლვის ფსიქოანალიტიკური დეფინიციები. სასემინარო კურსის მიზანი. სექსუალობისა და სიცოცხლის ლტოლვის (ეროსი) ფსიქოანალიტიკური მნიშვნელობები - „სექსუალობა ფართო გაგებით“. არაცნობიერი, განდევნა, კონფლიქტი, კულტურა და სექსუალობა (სქემატური მიმოხილვა). სექსუალობა და ინსტიტუციები (ეკლესია, ოჯახი).
სექსუალობა კულტურის სუბიექტთან - დაუკმაყოფილებლობა და ფრუსტრაცია (კლინიკური რეალობა). 
კლინიკური აღმოჩენები და სექსუალობა:
• ტრავმატიზმი და სექსუალური ტრავმის ცნება
• პათოგენური სცენა, ისტერიულ პაციენტთა ეროტიზირებული სხეული და ენა
• პირველი გულუბრყვილო შეხედულება 
• მეორე თეორია სექსუალობის, როგორც მატრავმირებელი და პათოგენური ფანტაზმის შესახებ
• არაცნობიერი, ფანტაზმი, სურვილი, სექსუალობა და სხვა/მეორე
• სექსუალობა ადამიანთან, ორგანიზებული ოიდიპოსით, ენით, აკრძალვით... დიალექტიკა ლტოლვასა და სოციო-კულტურულ წესრიგს შორის - ლტოლვის პირველადობა.

2. სამი ესე ინფანტილური სექსუალური თეორიების შესახებ - სექსუალობისადმი მიძღვნილი მონუმენტალური ნაშრომი (ზ.ფროიდი, 1905წ)
• ინფანტილური სექსუალობა, სექსუალობის ინფანტილური ბუნება და აუტოეროტიზმის მნიშვნელობა
• ბავშვი, როგორც სხვისი სურვილის ობიექტი და მისი სხეულის ეროტიზაცია (ჟ. ლაკანი, ჟ. ლაპლანში)
• სექსუალური პერვერსიები, პარციალური ობიექტი, სექსუალობის პოლიმორფულად პერვერსიული ბუნება ადამიანთან
• პუბერტატი და გენიტალური სექსუალობა, იდენტიფიკაცია და იდენტობა, ლიბიდოს ობიექტის არჩევისა და ბისექსუალობის პრობლემატური საკითხები
• სექსუალობის ბიფაზიური ბუნება, პრეგენიტალურობის საკითხი, გენიტალური სექსუალობა და პროკრეაცია, როგორც ფროიდიანული იდეალი და სექსუალობა მოდერნულობის კონტექსტში დღეს

3. მაზოხიზმი და სადიზმი; ვუაიერიზმი და 
ეგზგიბიციონიზმი (პერვერსიული და სუბლიმირებული ფორმები)
• სექსუალობა და დესტრუქცია, ეროსისა და თანატოსის დიალექტიკა
• პარციალური სექსუალური ლტოლვები და ფანტაზმის საკითხი
• სქესობრივი აქტი 
• „სექსუალური ურთიერთობები ორ სქესს შორის შეუძლებელია“ (ჟ.ლაკანი) 

4. ოიდიპოსი და სექსუალობა 
• მამის ფუნქცია
• სიმბოლური წესრიგი და კასტრაცია 
• ინცესტი, დაკარგული ობიექტი და სურვილი - სექსუალობა და აკრძალვა
• ორალური, ანალური და გენიტალური ობიექტები - ფუნდამენტური განსხვავება
• მასტურბაცია, როგორც სექსუალობის აუტოეროტიული ბუნების პარადიგმა და ფალოცენტრიზმი ორივე სქესთან
• სექსუალობისა და სექსუალური ლტოლვების სტრუქტურაცია ლტოლვითი ანარქიის წინააღმდეგ 
• სექსუალობის ინსტიტუციონალიზაცია და კონტროლი. სექსუალობა, როგორც პოლიტიკისა და დისკურსის ნაწილი. 
• ლიბიდოს პლასტიკურობა და სექსუალობის სუბლიმატორული პოტენციალი

5. ქალური სექსუალობა და ქალურობის რთული საკითხი ფსიქოანალიზში 
• კლასიკური შეხედულება
• ქალ ფსიქოანალიტიკოსთა პასუხი ფროიდს: ელენ დოიჩი, ფრანსუაზ დოლტო, კარენ ჰორნი, მელანი კლაინი, ჟანინ შასგე-სმირჟელი, ჟაკლინ შაფერი
• ქალური სექსუალობის კლინიკა - ფროიდი „ფემინისტი“ და ემანსიპატორი
• ქალური სექსუალობის მასტრუქტურირებელი ფანტაზმები
• ორგაზმის საკითხი ქალთან და ფროიდის „ზედაპირული“ შეხედულება 
• სამი სისხლიანი პერიოდი და დედობრიობა - მედეა, როგორც ნამდვილი ქალი (ლაკანი)

6 . მასკულინური სექსუალობა
• სიმბოლური კასტრაცია და მასკულინური სექსუალობის ტრაგიკომიკური ასპექტები 
• ფალოცენტრიზმი თუ კასტრაციის მიღება? თანამედროვე მასკულინური სექსუალობა, ანუ პენისი ფალოსის ნაცვლად
• მასკულინური სექსუალობის მასტრუქტურირებელი ფანტაზმები

7. სექსუალობა და მოდერნიზმი
• სექსუალობა განდევნის გარეშე? 
• სექსუალობა თუ სექსუალური პრაქტიკები (მრავლობით რიცხვში)
• პოლიამურული პრაქტიკა და შეუძლებლობის გადალახვის ტრავმატოგენული ილუზია
• ლტოლვა თუ ობიექტი? პერვერსიული ტკბობა თუ სიყვარულის კლინიკა? 
• აკრძალვისა და სურვილის დიალექტიკის ჩამოშლა და გენერალიზირებული დეპრესია. სურვილის დაქვეითების კლინიკა და მოდერნულობის სუბიექტი ტკბობის კომპულსიურ ძიებაში
• სექსუალობა და სამომხმარებლო ობიექტი - ბაზარი, როგორც გიგანტური სექსშოპი
შაბათის ფსიქოანალიტიკური სემინარების ფარგლებში ყოველწლიურად განხორციელდება სემინარები, რომელიც მიეძღვნება ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის ერთ ფუნდამენტურ კონცეპტს. სემინარები განკუთვნილია, როგორც პროფესიონალების, ასევე ფართო პუბლიკისათვის.

ფოტო და ვიდეო

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება