სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

აღწერა

შაბათის ფსიქოანალიტიკური სემინარები
"სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები" 
(12 სემინარი; 2026 წ თებერვალი-ივლისი)
მომხსენებელი: გიგა მამინაშვილი
სასემინარო განრიგი: სემინარები გაიმართება თვეში ორჯერ, თვის მეორე და მეოთხე შაბათს 17:00 საათზე 2026 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით (14-28 თებერვალი; 14-28 მარტი; 11-25 აპრილი; 9-23 მაისი; 13-27 ივნისი; 4-11 ივლისი)
სასემინარო კურსის ღირებულება და მონაწილეობის პირობები: 
A. ერთ სემინარზე დასწრების ღირებულება ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრთა, ასოცირებულ წევრთა, ისევე როგორც ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეთათვის შეადგენს 10 ლარს (სრული სასემინარო კურსის ღირებულებაა 120 GEL)
B. ყველა სხვა დაინტერესებულ პირთათვის 20 ლარს (სრული სასემინარო კურსის ღირებულებაა 240 GEL). 
ანგარიშის ნომერი: GE20TB7815045066300004
დანიშნულებაში მიუთითეთ „ფსიქოანალიტიკური სემინარები“
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ კომენტარში.
პუბლიკა: სემინარები განკუთვნილია როგორც სტუდენტების, კოლეგა ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრებისთვის, ასევე ფსიქოანალიზით დაინტერესებული სხვა პროფესიის წარმომადგენელთათვის.
მომხსენებლის შესახებ:
გიგა მამინაშვილი არის 
ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი 
Université de Paris-Cité, Sorbon
ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის მაგისტრი 
TSU, Université Paris VII Denis UFR d'Études Psychanalytiques - Paris 7 Diderot 
ასოციაცია Espace Analytique -Assotiation de formation psychanalytique et de recherches freudienns - ის ფსიქოანალიტიკოს.
კავკასიის უნივერსიტეტის (СU) ასოცირებული პროფესორი
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი 
ადგილი: სემინარები გაიმართება როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ (ზუმი) ფორმატში
მისამართი: ყაზბეგის 34ა, ევროპული სკოლის პირდაპირ. სართული 9. კარი 33. 
შენიშვნა: სემინარები არ არის ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პროგრამის, ისევე როგორც ასოციაციის შიდა ან საჯარო აქტივობების ნაწილი, არამედ იმართება ორგანიზაცია „შაბათის ფსიქოანალიტიკური სემინარების“ ფარგლებში, მომხსენებლის/მომხსენებელთა ინდივიდუალური ინიციატივის საფუძველზე 

ფოტო და ვიდეო

სექსუალობის კონცეპტი ფსიქოანალიზში - თეორიული და კლინიკური ასპექტები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება