აივნებიანი ქალაქი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
აივნებიანი ქალაქი

აივნებიანი ქალაქი

აივნებიანი ქალაქი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ქართული

აღწერა

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად აივნებიანი ქალაქის ქუჩებში, სადაც აუცილებლად შეხვდებით ბანზე გადმომდგარ „ორბელიანთა ასულებს“ და მოისმენთ აშუღთა ისტორიებს. 


პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ: 

• XIX საუკუნის მულტიკულტურული ქალაქის ისტორიებს; 

• საინტერესო ამბებს მუზეუმში დაცული ნივთების შესახებ, რომლებიც სალონური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; 

• ჩაერთვებიან სალონური საღამოების თამაშში: „ფლირტი“. 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 

• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 

• ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან 

• ხანგრძლივობა: 90 წუთი 

• ორშაბათი: 15:00 საათი 

• ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7 

• ღირებულება: 10 ლარი 

• ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 32 ) 2305 001 / 599 12 88 82 / 551 51 49 42


ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 

ღონისძიებები ტარდება ქართულ ენაზე

ფოტო და ვიდეო

აივნებიანი ქალაქი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება