წრეში ომია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
წრეში ომია

წრეში ომია

წრეში ომია
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

04.07.2026
შაბათი
21:00
20

აღწერა

კაცობრიობის ისტორია ომების, დანაკარგებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის ისტორიაც არის.

 

ჩვენ კვლავ იმავე წრეზე დავდივართ —წრეზე, სადაც ტკივილი თაობიდან თაობას გადაეცემა, სადაც მეხსიერება და დავიწყება ერთმანეთს კვეთს, სადაც ადამიანი საკუთარი ადამიანურობის შენარჩუნებას ცდილობს.

 

„წრეში ომია“ მოგზაურობაა — ომის, სიყვარულის, შიშის, იმედისა და გადარჩენის წრეში.

 

ეს არის მცდელობა, დავინახოთ საკუთარი თავი და ვიპოვოთ გზა, რომელიც ამ ჩაკეტილი წრიდან გაგვიყვანს.

 

მუსიკალური ჯგუფი The Window და თეატრი ბრავო წარმოგიდგენთ მუსიკალურ-პოეტურ სპექტაკლს, სადაც კატო ჯავახიშვილის პოეზია და The Window-ს მუსიკა თეატრი ბრავოს დასთან ერთად ერთიან მხატვრულ სივრცედ გარდაიქმნება.

 

შემოქმედებითი გუნდი:

დამდგმელი რეჟისორი: გეგი ლიპარტელიანი, რატი ლაბაძე

პროექტის “წრეში ომია”-ს ავტორები : ნინო ისაკაძე, კატო ჯავახიშვილი

ჯგუფი The Window

• ნინო ისაკაძე — სოლისტი, მუსიკისა და ტექსტების ავტორი, არანჟირება, გიტარა 

• დათო თავაძე — ფლეიტა, კლავიში, არანჟირება, ხმის ინჟინერია 

• მარიამ წიბახაშვილი — ჩელო 

• ანა ლაღიძე — ვიოლინო 

კატო ჯავახიშვილი — ტექსტები, პოეზია

 

მსახიობები: ანა შარვაძე, სოსო ელიზბარაშვილი, ვაკო კობერიძე, გიორგი ტოჩილაშვილი

 

ქორეოგრაფი: ლისა ლიპარტელიანი, ნეი ქურდაძე, ნინა რიჩი , მარიამ მინაძე

მხატვარი: თამუსია ლეთოდიანი

 

სპექტაკლში ასევე გამოყენებულია ჯგუფები Radiohead – ის და Portishead-ის მუსიკის არანჟირებული ვერსიები.

ფოტო და ვიდეო

წრეში ომია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება