უახლესი აღთქმა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
უახლესი აღთქმა

უახლესი აღთქმა

უახლესი აღთქმა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ღმერთი არსებობს. მაგრამ სულაც არ არის ისეთი, როგორიც გვეგონა.

ჟაკო ვან დორმელის პარადოქსული კომედია გოგონაზე სახელად ეა, რომელიც ფილმის პირველივე ფრაზით ყველაფერს გვეუბნება საკუთარ თავზე და სამყაროზე:
„ღმერთი არსებობს. ის ბრიუსელში ცხოვრობს და ნაბიჭვარია. ბევრი გსმენიათ მის შვილზე, მაგრამ არაფერი — მის ქალიშვილზე. ეს ქალიშვილი მე ვარ.“

შემდგომი სიუჟეტი — ეას მოსვლაა ადამიანთა სამყაროში, რომელსაც გადაწყვიტა სიკეთისკენ შეეცვალა — რამდენიმე სასწაულის ჩადენით.

ეს ფილმია: საჭირო, სასარგებლო, უცნაური, მწვავე, მრავალმნიშვნელოვანი, სექსუალური, სიცოცხლისმოყვარე, მკრეხელური, უგუნური და უნიკალური — ადამიანებისადმი სათნო და ღვთისადმი უკიდურესად აგრესიული.

რეჟისორის, რომელმაც გადაიღო „ახალი აღთქმა“, ინტერესის სფეროა მულტივერსის თეორია — იდეა, რომ შესაძლებელია ალტერნატიული სამყაროების პარალელური არსებობა. ვან დორმელი ასევე თანამშრომლობდა ნობელის პრემიის ლაურეატ ფიზიკოს ილია პრიგოჟინთან — ქაოსის ფენომენისა და დროის ფიზიკის შესასწავლად.

ფოტო და ვიდეო

უახლესი აღთქმა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება