THE BOOK WANDERER - ნატო ფაჩუაშვილის რომანის პრეზენტაცია
კაფე

THE BOOK WANDERER - ნატო ფაჩუაშვილის რომანის პრეზენტაცია

წიგნი გამოგზაურებთ „ჰარი პოტერის“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „სიამაყე და ცრურწმენის", „1984“-ის და მრავალი სხვა წიგნის სამყაროში. შეუერთდით ლიზას ბედნიერებისკენ მიმავალ ბილიკზე, რათა თქვენც განიცადეთ ორ მოხეტიალე სულს შორის ანთებული ყველაზე სუფთა, ღრმა და ვნებიანი სიყვარულის ამბავი. საღამოს დასაწყისი: 20:00
THE BOOK WANDERER - ნატო ფაჩუაშვილის რომანის პრეზენტაცია
8 Sioni St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

1990-იანი წლების პოლიტიკური არეულობა საქართველოში თხუთმეტი წლის ლიზა ადამიას აიძულებს უკეთესი მომავლის საძიებლად ინგლისში გადავიდეს. ლიზა ნუგეშს წიგნების სამყაროში ეძებს, იქ მისთვის გარე სამყარო ქრება და დროისა და გარემოს შეგრძნება ეკარგება. ლიზას ძალიან უყვარს კითხვა, რაც გადააწყვეტინებს ისწავლოს ბრიტანული ლიტერატურა მანჩესტერის უნივერსიტეტში. იქ შეხვდება დენიელ დევისს, მგზნებარე მწერალს, რომელიც ლიზაში სიყვარულის ცეცხლს ააგიზგიზებს და შეუძღვება ფანტაზიის სამყაროში.

გაუძლებს კი მათი სიყვარული იმ სირთულეებს, რომლებიც გზაზე გადაეღობებათ? აღმოაჩენენ ერთმანეთს მათი წარმოსახვითი სამყაროს ლაბირინთების მიღმა?

ფოტო და ვიდეო

THE BOOK WANDERER - ნატო ფაჩუაშვილის რომანის პრეზენტაცია

ადგილი

მწერლების ბარი  • H2SO4
მწერლების ბარი • H2SO4
8 Sioni St., Tbilisi
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.