სურვილის სხეული თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სურვილის სხეული

სურვილის სხეული

სურვილის სხეული
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

19.04.2026
კვირა
17:00

აღწერა

მეორე ადამიანის სურვილი შემთხვევით არ ქრება. ის გადაინაცვლებს, იცავს, იკუმშება ან ძლიერდება სხეულში.

გეპატიჟებით გამოცდილებით ვორქშოფზე, სადაც ვნახავთ:

• როგორ ცხოვრობს სექსუალობა სხეულში და როგორ აყალიბებს ინტიმურობას მიჯაჭვულობების ისტორია და განსხეულებული რელაციური პატერნები.
• რატომ ფერმკრთალდება სურვილი გრძელვადიან ურთიერთობებში?
• რატომ იკავებს აღფრთოვანება/აგზნების ადგილს შფოთვა?
• ხანდახან რატომ განიცდება სიახლოვე სხეულში დაუცველობად?

დღის განმავლობაში გავარჩევთ მიზიდულობის, ჩაკეტვის, სირცხვილის, ეროტიული მუხტისა და დაცვის პატერნების სომატურ საფუძვლებს. ასევე, ვისწავლით, როგორ ამოვიცნოთ სექსუალური დაცვები, განსხეულებული საზღვრები და ინტიმურობის დინამიკა ინდივიდებსა და წყვილებში.

კლინიკურ მაგალითებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აითვისებთ თერაპიაში სექსუალურ თემებთან უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მუშაობის კონკრეტულ ტექნიკებს. 

ვნახავთ, როგორ შეიძლება გარდავქმნათ სექსუალური დისტანცია ემოციურ თანაყოფნად, ვიტალურობად და განსხეულებულ კავშირად.

ვორქშოფი განკუვნილია ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სექსუალობისადმი სიღრმისეული, სენსიტიური და კლინიკური სიცხადით მიდგომა აინტერესებს.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/s9QhJYAaeDz1B6fa7

ფოტო და ვიდეო

სურვილის სხეული

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება