21 თებერვალი, 20:00 საათზე დეა ყოლბაიას ახალი ლექცია პერფორმანის პრანაში: „ბედისწერის ბიოქიმია, სიდჰარტა და ხუნდერტვასერის მესამე კანი“.
დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/P3QoY
დასწრების ღირებულება: 60 ლარი
რა კავშირია ჩვენს ბიოქიმიას, შინაგან არჩევანსა და იმ გზას შორის, რომელსაც ბედისწერას ვუწოდებთ?
როგორ მოქმედებს ფიქრი, განცდა და გამოცდილება ჩვენს სხეულზე, ნერვულ სისტემასა და ცხოვრებაზე?
ლექციაში ერთმანეთს შეხვდება:
• ბედისწერის ბიოქიმიური და ფსიქოლოგიური განზომილება
• ჰერმან ჰესეს „სიდჰარტა“ როგორც შინაგანი ტრანსფორმაციის სიმბოლო
• ფრიდენსრაიხ ხუნდერტვასერის „მესამე კანი“ სოციალური იდენტობა, როლი და გარემო, რომელიც გვაყალიბებს.
ეს იქნება სივრცე დაფიქრებისა და შეკითხვებისთვის:
ვინ ვართ ჩვენ სხეულის, გონების და საზოგადოების მიღმა?
რამდენად შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, რასაც ბედისწერას ვეძახით?
ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს თვითშემეცნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ადამიანის მრავალშრიანი ბუნება.
გიწვევთ ვისაც იზიდავს სიღრმე:
ვინც შემეცნებას სიამოვნებად აღიქვამს,
ვინც მზადაა მოუსმინოს თხრობის განსაკუთრებულ სტილს
და დაინახოს საოცარი კავშირები აზროვნების უმშვენიერეს პროცესში
