„ცხოველთა სამყაროს დიდი ოთხეული და სხვა გამორჩეული გველები“ — ბიოლოგ მიხეილ ბერეჟნოის ლექცია
ინდოეთის სუბკონტინენტზე გველების ასობით სახეობა ბინადრობს. მათგან ათეულობით შხამიანი და ადამიანისთვის პოტენციურად საშიშია, თუმცა ოთხი სახეობა განსაკუთრებულად გამოირჩევა, რადგან ყოველწლიურად ათიათასობით ნაკბენის მიზეზი ხდება. ინდური კობრა, ეფა, კრაიტი და რასელის გველგესლა რეგიონის ყველაზე მომაკვდინებელ გველებად ითვლებიან.
ლექციაზე მსმენელები გაეცნობიან სამხრეთ აზიის გველების მრავალფეროვან სამყაროს და შეიტყობენ ყველაზე გამორჩეული სახეობების შესახებ — ყველაზე საშიშ, ყველაზე გავრცელებულ, ყველაზე დიდ, ყველაზე შხამიან, ყველაზე ლამაზ და ყველაზე ძველ გველებზე.
ლექტორი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას, როგორ ავიცილოთ თავიდან სახიფათო სიტუაციები და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ნაკბენის შემთხვევაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის პირად საველე დაკვირვებებსა და ამ უნიკალურ ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ ისტორიებს.
ლექცია საინტერესო და სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც ცოცხალი ბუნება აინტერესებს ან სამხრეთ აზიის ქვეყნებში — ინდოეთში, შრი-ლანკაში, ნეპალში და სხვა ქვეყნებში — მოგზაურობას გეგმავს. განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც გველების შიში აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, ცოდნა შიშის საუკეთესო წამალია.