ᲐᲓᲔᲚᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ᲐᲓᲔᲚᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ᲐᲓᲔᲚᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ᲐᲓᲔᲚᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან41
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

14.02.2026
შაბათი
20:00
41 ₾ - 69
41 ₾ - 69
ვრცლად

აღწერა

მნიშვნელივანია! ადელი კონცერტში მონაწილეობას არ იღებს.

15 საკულტო სიმღერა. ერთი დაუვიწყარი ხმა. შეუდარებელი ადელი – სიმებიანი ინსტრუმენტებით, ფორტეპიანოთი და სიჩუმით. 

ხმა, რომელმაც თაობა განსაზღვრა. მუსიკა, რომელიც სიჩუმეს ჭრის. ქალი, რომელმაც გულისტკივილი ხელოვნებად აქცია. გეპატიჟებით, ადელის მუსიკის საღამოზე, რათა შეიგრძნოთ მისი ემოციური ძალა ისე როგორც არასდროს – ცნობილი Mystery Ensemble-ის ინსტრუმენტული და კინომატოგრაფიული შესრულებით, მრავალი მოციმციმე სანთლის შუქზე.

ერთსაათიანი კონცერტი, სადაც სიმებიანი ინსტრუმენტების საოცარი არანჟირება გვიჩვენებს ადელის სიმღერების შინაგან სტრუქტურას: ტკივილს, სიმძიმეს, მშვიდ ძალას. „Hello“-ს პირველი ფორტეპიანოს ნოტიდან „Chasing Pavements“-ის ბოლო აკორდამდე, ყოველი მელოდია ხელახლა იბადება გამჭვირვალე აკუსტიკით. სიტყვები არ არის საჭირო, რომ ყოველი სიტყვა იგრძნოთ.

ეს არ არის ჩვეულებრივი ადელისამდი მიძღვნილი კონცერტი. ეს არის შერჩეული, ჩამთრევი გამოცდილება – სადღაც ფილმის საუნდტრეკს, დღიურსა და სასიყვარულო წერილს შორის.

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარშია – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

 

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

  • Skyfall
  • Hello
  • Someone Like You
  • Rolling in the Deep
  • Set Fire to the Rain
  • Easy On Me
  • Love in the Dark
  • Send My Love (To Your New Lover)
  • Hometown Glory
  • Oh My God
  • When We Were Young
  • Rumour Has It
  • Water Under the Bridge
  • Make You Feel My Love
  • Chasing Pavements

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას

ფოტო და ვიდეო

ᲐᲓᲔᲚᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება