• საღამო დაეთმობა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის მუსიკასა და შემოქმედებას. სტუმრები მოუსმენენ ჯგუფის ყველაზე ცნობილ კომპოზიციებს, გაიცნობენ მათი ისტორიისა და კულტურული გავლენის საინტერესო დეტალებს და ჩაერთვებიან Beatles-ის მუსიკით შთაგონებულ განსაკუთრებულ ატმოსფეროში.
• ღონისძიებისთვის სივრცე იქნება The Beatles-ის თემატიკით გაფორმებული, ხოლო სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ Beatles photo corner-ში.
• საღამოს მეორე ნაწილი დაეთმობა თავისუფალი თემატიკის თიხის ვორკშოპს, სადაც მონაწილეები შეძლებენ შექმნან საკუთარი ნამუშევრები მუსიკითა და საღამოს განწყობით შთაგონებულები.
• სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ღვინო და ტკბილეული, რაც საღამოს კიდევ უფრო თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს შესძენს.
• ბილეთების რაოდენობა: 15
• ბილეთის ტიპი: საერთო სივრცე (მუსიკალური საღამო + თიხის ვორკშოპი)
• ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
• ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი.