The Beatles-ს წარდგენა არ სჭირდება — მაგრამ ასეთი ბიტლები ჯერ არ მოგისმენიათ.
ლივერპულიდან ნიუ-იორკამდე, Abbey Road-დან Blue Note-მდე — მათი მუსიკა არა მხოლოდ სივრცეს, არამედ ჟანრებსაც სცდება და ჯაზის გულშიც უკვე მყარადაა გამჯდარი.
ჩვენი საღამო The Beatles ჯაზში გადმოგცემთ მათ ლეგენდარულ მელოდიებს ჯაზის ენაზე: სულიერად, მოულოდნელად და მუსიკალური თავისუფლებით სავსე.
ცნობილი ჰარმონიები იბადება თავიდან — მდიდარი ტექსტურებით, თბილი ტონებითა და იმპროვიზაციებით, რომლებიც მუსიკას ახალ გზებზე ატარებენ... მაგრამ მაინც შინ აბრუნებენ.
ტრიო:
გია რაქვიაშვილი – ფორტეპიანო
ნოე გაბაშვილი – ბას გიტარა
ალექსეი ფომენკო – დასარტყამი
არ გამოტოვოთ მოგზაურობა კოულ პორტერის დაუვიწყარი მელოდიების სამყაროში
19:00-21:00 – უნიონში მოქმედებს 1+1 შერჩეულ კოქტეილებზე
სტუმრების შეკრება: 21:30
დაწყება: 22:00
ასაკი: 18+
როგორ დაჯავშნოთ მაგიდა ჯაზის საღამოსთვის უნიონ ჯაზ ბარში?
თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა და უზრუნველყოთ იდეალური ადგილი ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოსთვის.
როგორ მუშაობს ჯავშანი დეპოზიტით?
მნიშვნელოვანია: ჩვენ არ ვყიდით კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს. ეს ჯავშანი დეპოზიტით გარანტიას გაძლევთ რომ დაგხვდებათ თქვენი მაგიდა. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ თქვენს დეპოზიტს დახარჯვთ მენიუდან ნებისმიერ პოზიციაზე - კერძებსა თუ სასმელზე.
ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ჯავშნისა და დეპოზიტის გარეშე და დატკბეთ ჯაზის ატმოსფეროთ ბართან.
დაჯავშნეთ მაგიდა ახლავე და შეიგრძენით ჯაზის მაგია!