პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად საქართველოში!
არ გამოტოვოთ მუსიკალური მოვლენა, რომელიც წელს კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. პირველად ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი.
ორ საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ევროპულ ჟღერადობასა და მსოფლიო მუსიკალურ შედევრებს დაეთმობა.
სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი: გოგი ჭიჭინაძე
1 ივნისი, 20:00 საათი
სოლისტი: მაჩეი კულაკოვსკი (ჩელო)
პროგრამა: ანტონინ დვორჟაკი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (სი მინორი, თხზ. 104);
პეტრე ჩაიკოვსკი – სიმფონია №6 „პათეტიკური“ (თხზ. 74).
2 ივნისი, 20:00 საათი
სოლისტი: ლუის ფერნანდო პერეზი (ფორტეპიანო)
პროგრამა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი №25 (დო მაჟორი, KV 503);
ვიტოლდ ლუტოსლავსკი – „მცირე სუიტა“;
რიხარდ შტრაუსი – სუიტა ოპერიდან „ვარდის რაინდი“.
ეს იქნება განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული პროგრამა, რომელსაც მხოლოდ ცოცხლად შესრულებისას შეიგრძნობთ. გახდით ამ ისტორიული კონცერტების ნაწილი!
დასაწყისი 20:00 საათი
კარის გაღება: 19:30 საათიდან
პროექტის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
სსიპ "შემოქმედებითი საქართველო"
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია „რუსთავი 2“