საბალეტო დასი გეპატიჟებათ ჯადოსნურ გალა-წარმოდგენაზე ნამდვილ ბალეტის მეჯლისზე , სადაც სცენა გადაქცეული იქნება დიდებულ სასახლედ, სავსე მუსიკისა და ცეკვის ჯადოსნობით.
თქვენ იქნებით ამ ზღაპრული საღამოს საპატიო სტუმრები - შეიგრძნობთ ელეგანტურობისა და გრაციის , სინატიფისა და სიფაქიზის ატმოსფეროს, სადაც ბალერინები იცეკვებენ სამეფო კარის ცეკვებს .. პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იქნება ბალეტის კლასიკის მარგალიტები: ფრაგმენტები „გედების ტბიდან“, „მძინარე მზეთუნახავიდან“, „მაკნატუნადან“, „კონკიადან “, „სილფიდიდან“, „დონ კიხოტიდან“ და სხვა მსოფლიო შედევრებიდან.
"საბალეტო მეჯლისი" - იქნება სილამაზისა და შთაგონების დღესასწაული , ბალეტის ხელოვნებისადმი სიყვარულით გაჟღენთილი.
მაყურებელს გელით დაუვიწყარი საღამო !
დამდგმელი ქორეოგრაფი , რეჟისორი და რეპეტიტორი - მარიამ უგრეხელიძე
კოსტიუმების მხატვარი და საღამოს ორგანიზატორი - მადონა ნიორაძე
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება