1950 წელს დაწერილი აბსურდის კლასიკა დღეს, ციფრულ ეპოქაში, საინტერესოზე მეტად აუცილებელი ხდება.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მთავარი ფორმულაა — „ვპოსტავ, ანუ ვარსებობ“. სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე ყველანი ვლაპარაკობთ, ვწერთ და ვაფიქსირებთ აზრს, რათა ვჩანდეთ წარმატებულები და მართლები, მაგრამ რეალურად ერთმანეთის მოსმენა სულ უფრო გვიჭირს. სიტყვები კარგავენ შინაარსს და ავტომატურ ბგერებად იქცევიან.
სპექტაკლის სამყარო ყალბი და პლაკატურია — რეკლამებივით იდეალური ინტერიერითა და ფასადით, რომლის უკანაც სრული ემოციური სიცარიელე, მექანიკური რუტინა და ინდივიდუალობის დაკარგვა იმალება.