Art Show-ის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი
Art Show-ის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება ახალი პროექტით,
სოლო კონცერტი ახალ ფორმატში — საღამო, სადაც სცენაზე ერთიანდება გამოცდილება და ახალი თაობის ენერგია. ერეკლე გურგენიძე წარსდგება როგორც ბარიტონი და როგორც პედაგოგი, რომელიც საკუთარ მოსწავლეებთან ერთად ქმნის ერთიან მუსიკალურ სივრცეს. მის გვერდით იდგებიან მისი კლასის ახალგაზრდა მომღერლები — საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: დემეტრე ტაკიძე (ბანი), დავით ნაკაშიძე (ტენორი), კოტე ირემაძე (ტენორი), გიზი ცაგარელი (ბანი) და ქეთევან გორგოძე (სოპრანო), რომელიც მოღვაწეობს ესპანეთში და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა. თითოეული მათგანი საკუთარ ხმას და ინდივიდუალობას ამატებს ამ საღამოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს.
საღამოს განსაკუთრებულ ელფერს შემატებს მოწვეული სოლისტი ქეთევან კაკაბაძე (სოპრანო). კონცერტში მონაწილეობენ კონცერტმაისტერები: ნინო ნიშნიანიძე, მზეო ჯიჯეიშვილი და თინათინ გეგიძე. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დასავლეთ ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების საოპერო და კამერული ნაწარმოებები — მათ შორის არაერთი პრემიერა, რომელიც ჩვენს რეგიონში პირველად შესრულდება. საღამოს წარუძღვება პედაგოგი-პიანისტი ნატალია ორაგველიძე.
კონცერტის ხანგრძლივობა: 1 საათი 15 წუთი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.