I ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმში გაიმართება!
2-დან 6 ივნისის ჩათვლით, ქალაქი უმასპინძლებს 14-17 წლის ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოს 12 რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში იასპარეზებენ.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური გახსნის ცერემონიით, რომელიც 2 ივნისს, 21:30 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუს და ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობას გვპირდებიან.
დასწრება თავისუფალია
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 სპორტული დისციპლინა:
ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, კალათბურთი, კრივი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, ძიუდო, ფრენბურთი, ხელბურთი და ცურვა.