მე-16 საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მე-16 საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

მე-16 საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

მე-16 საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე
Tbilisi, Georgia
ინგლისური, ქართული

განრიგი

15.05.2026
პარასკევი
10:00

აღწერა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე გამართულ მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 15 მაისს.

კონფერენცია ტარდება IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით და მიზნად ისახავს მკვლევრების, პრაქტიკოსების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებას განათლების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

📚 შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება საერთაშორისო გამომცემლობაში - Cambridge Scholars Publishing.

🎤 მოწვეული მომხსენებლები:
ქრისტიან ლუდვიგი - გერმანია
ტრეიტონ ვილიამსი - ა.შ.შ
ედუარდ რაუპი - ა.შ.შ
იაროსლავ კრაიკა - პოლონეთი

 

📑 კონფერენციის თემატიკა მოიცავს:
• განათლების საფუძვლები და თეორია
• პედაგოგიური მიდგომები და პრაქტიკა
• განათლების ადმინისტრირება
• სასწავლო მეცნიერებები და განვითარება
• ენისა და კომუნიკაციის კვლევები
• პროფესიული განვითარება განათლებაში
• სასწავლო გეგმა და სასწავლო დიზაინი
• შეფასება და შეფასების სისტემები
• უწყვეტი და საზოგადოებრივი განათლება
• საგანმანათლებლო ინოვაცია და ტექნოლოგია
• ხელოვნური ინტელექტი განათლებაში
• ლიტერატურა და კულტურის კვლევები
• ციფრული წიგნიერება და მედია განათლება
• ინკლუზიური და სპეციალური განათლება
• კროსკულტურული და საერთაშორისო განათლება
• მდგრადობა და გარემოსდაცვითი განათლება
• ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა განათლებაში
• STEM განათლება
• შედარებითი ლიტერატურა
• ლიტერატურის თეორია და კრიტიკა
• გამოყენებითი ლინგვისტიკა
• სოციოლინგვისტიკა
• ენის სწავლება და სწავლა
• მთარგმნელობითი კვლევები

⏳ აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი

🔗 დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: https://ircelt.ibsu.edu.ge/

👥 დასწრების მსურველები დარეგისტრირდით: https://ircelt.ibsu.edu.ge/listener-registration/

🎤 მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი გამოაგზავნეთ:
https://ircelt.ibsu.edu.ge/irceelt-2026-submission/

ფოტო და ვიდეო

მე-16 საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება