THANKSGIVING DINNER • მადლიერების დღის ვახშამი თბილისი მარიოტში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
THANKSGIVING DINNER • მადლიერების დღის ვახშამი თბილისი მარიოტში

THANKSGIVING DINNER • მადლიერების დღის ვახშამი თბილისი მარიოტში

THANKSGIVING DINNER • მადლიერების დღის ვახშამი თბილისი მარიოტში
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან100 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

13.11.2026
პარასკევი
19:30
100 ₾

აღწერა

13 ნოემბერს, Tbilisi Marriott გიწვევთ მადლიერების დღისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ და დახვეწილ საღამოზე.Warm Traditions. Classic Cinema Melodies. — სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული 3-კერძიანი სეტ მენიუ ტრადიციულ ამერიკულ გასტრონომიას თანამედროვე შტრიხებითა და უმაღლესი ოსტატობით აერთიანებს.სტუმრები დააგემოვნებენ შებოლილი იხვის მკერდს გამომცხვარი ჭარხლითა და მოცვის მუსით, ინდაურის რულეტს გოგრის პიურესთან ერთად, ხოლო საღამოს დააგვირგვინებს გოგრის ჩიზქეიქის მუსი პეკანის პრალინეთი.


მენიუში ასევე შედის: წყალი, წვენი და ერთი ჭიქა წითელი ან თეთრი ღვინო. 


განსაკუთრებულ, ნოსტალგიურ განწყობას ცოცხალი მუსიკალური შესრულება შექმნის, სადაც ძველი ამერიკული ფილმების ლეგენდარული ჰიტები გაჟღერდება. 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 511 77 92 20

 

6 წლამდე ბავშვები 50% ფასდაკლება

6 წლის და ზემოთ სრული ღირებულება 

 

მენიუ

First Course (Starter):

SMOKED DUCK BREAST & AUTUMN BEETROOT — შებოლილი იხვის მკერდი, გამომცხვარი ჭარხალი, მოცვის მუსი, კარამელიზებული პეკანის კაკალი, სალათის ფოთლები, დამარინადებული მაყვალი 


Main Course:

ROASTED TURKEY ROULADE & CONFIT LEG — გამომცხვარი ინდაურის მკერდის რულეტი, დაბალ ტემპერატურაზე მომზადებული ინდაურის ბარკლი, გოგრის პიურე, კარტოფილის ფონდანტი, გლაზირებული სტაფილო და ვაშლის გრეივის სოუსი 


Dessert:

PUMPKIN & PECAN DELICE — სანელებლებიანი გოგრის ჩიზქეიქის მუსი, პეკანის პრალინე, მარილიანი კარამელი, ვანილის შანტილი და დარიჩინის კრამბლი

 

Drinks:

წყალი (გაზიანი/უგაზო)

ფოტო და ვიდეო

THANKSGIVING DINNER • მადლიერების დღის ვახშამი თბილისი მარიოტში

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება