მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე

მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე

მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

08.05.2026
პარასკევი
20:00
30

აღწერა

სპექტაკლი ალეგორიული ნარატივის მეშვეობით მოგვითხრობს ადამიანობაზე, თანაარსებობასა და განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობაზე. სცენარის მიხედვით, დედამიწელები შემთხვევითი ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდებიან უცნობ პლანეტაზე, სადაც ბინადრები სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. თუმცა, მათ სამყაროში მოხვედრილი დედამიწელები ამ ჰარმონიას საკუთარი სევდით არღვევენ. ისინი ერთიანდებიან და ცდილობენ გამოსავლის პოვნას, რის შედეგადაც გასაღებს სწორედ ჯადოსნურ სიტყვებში პოულობენ — „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე”


სპექტაკლი აერთიანებს 21 მსახიობს, მათ შორის 14 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და 7 მოწვეულ მსახიობს.


შემოქმედებითი ჯგუფი:

იდეის ავტორი და რეჟისორი – ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი

პიესის ავტორი- თეკლა ზაქარაძე

კომპოზიტორი – თამარ ჟორდანია

ქორეოგრაფი – სალომე ფილიშვილი

მხატვარი – ლელა ჭელიძე 


მონაწილეები:

ბაჩო ჩაჩიბაია (შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი), მაშო ჩაჩიბაია, გიორგი ტატიშვილი, მანანა ტატიშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი), მარინე ჯოხაძე (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი), მარიამ თოფურია, ლევან აფხაიძე, მარიამ ლომიძე, ლევანი გოცაძე, ნოდარ ხუბულოვი, მიკი ნიშნიანიძე, გიგო შიუკაშვილი, მარიამ ბერიკელაშვილი, ალექსანდრე კუპატაძე, სალომე მათიაშვილი, სესილი ღვინჯილია, დიანა დიმიტრაძე, მარიამ ხარძიანი, ლიკა დუაძე, თაკო ღვინიაშვილი, საბა ჭოტაშვილი

ღონისძიებაზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერი ასაკის პირს სჭირდება ბილეთი.

ფოტო და ვიდეო

მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება