ტესტერებო, უკვე დროა კალენდარში მონიშნოთ 9 სექტემბერი, რადგან წლის ყველაზე მასშტაბური ტესტერული ღონისძიება ბრუნდება და ის ინდუსტრიის ყველაზე აქტუალური თემების, უახლესი ტენდენციებისა და სრულიად ახალი ენერგიის გარშემო გაგვაერთიანებს!
🔥 რა გელით წლევანდელ გრანდიოზულ ივენთზე?
წელს პლატფორმას სრულად ვუთმობთ ინოვაციებს, წამყვანი კომპანიების რეალურ გამოცდილებებსა და პრაქტიკულ ცოდნას:
🎤 საუკეთესო სპიკერები და წამყვანი კომპანიების გამოცდილება: მოისმენთ რეალურ ქეისებზე დაფუძნებულ ინსპირაციულ გამოსვლებსა და დინამიურ პანელურ დისკუსიებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტოპ ექსპერტებისგან.
🤖 აქტუალური მიმართულებები და ინტერაქციული ვორქშოფები: ეს დღე განკუთვნილია ყველა დონის ტესტერისთვის - ჯუნიორიდან თიმ ლიდამდე! პრაქტიკულ სესიებზე მიიღებთ უახლეს ცოდნას, რომელიც უნარების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
📊 QA ბაზრის უახლესი კვლევა: უკვე ტრადიციად ქცეული ექსკლუზივი - რა ხდება დღეს ინდუსტრიაში და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში.
მიიღე 20%-იანი ფასდაკლება ბილეთზე! გახდი QA ბაზრის კვლევის (https://form.jotform.com/261355313271450) მონაწილე, დააფიქსირე შენი აზრი და მიიღე 20%-იანი ფასდაკლების პრომოკოდი Tester’s Day 2026-ის ბილეთზე!
✨ გაითვალისწინეთ: ვორქშოფებზე რეგისტრაციას შეძლებთ მხოლოდ ბილეთის შეძენის შემდეგ!
🎟️ ბილეთების გაყიდვა გახსნილად გამოგვიცხადებია!
მოინიშნეთ 9 სექტემბერი და აღნიშნეთ თქვენი პროფესიული დღე თქვენს კოლეგებთან ერთად. შევხვდებით Tester’s Day-ზე! 🚀