მენიუ
ტერასა ორბელიანი მორიგ დაუვიწყარ ღონისძიებას გეგმავს. 27 აპრილს მსმენელის წინაშე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი დიჯეი Simone Vitullo წარსდგება. იტალიელ დიჯეის და პროდუსერს მოწინავე პოზიცია უჭირავს ელექტრონული მუსიკის წრეში. მისთვის დამახასიათებელი ჟანრია აფრო, მელოდიური და ორგანული ჰაუსი.
2005 წელს Simone Vitullo-მ დააარსა საკუთარი ჩამწერი სტუდია Go Deeva Records, აქ ჰიტებს ქმნიან ისეთი დიჯეები როგორებიც არიან Bedouin, Black Coffee, Monolink, Lee Burridge, Pablo Fierro, Sébastien Léger, Themba, Kasango, Hector Romero და ასევე იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას.
მისი 2024 წლის ტურნე მოიცავს, შემდეგ ქალაქებს: თბილისი, იბიცა, პარიზი, ლისაბონი, ნიუ-იორკი, ბალი, დოჰა, ბეირუთი, დუბაი.
ტერასის სტუმრებისთვის ასევე ყველასათვის საყვარელი არტისტი Polar-ი დაუკრავს.