აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას" ფსიქოთერაპევტ, ფსიქოანალიტიკოს გიორგი ჭანტურიასთან.
თემა: „ტერენტი გრანელი-ცხოვრება და შემოქმედება ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისები".
ტერენტი გრანელი - პოეტი, რომელმაც საკუთარი ტკივილი, ტრაგიზმი და მელანქოლია სიტყვებად აქცია . გიორგი ჭანტურია მის ლექსებს ფსიქოანალიტიკური პრიზმით გვაჩვენებს: როგორ იშიფრება გრანელის შინაგანი კონფლიქტები მის პოეტიკაში? როგორ გადაიქცა მელანქოლიური მდგომარეობა შემოქმედებითი ენერგიის წყაროდ? და როგორ ახერხებს მისი სიტყვა, ჩვენს არაცნობიერ ნაწილს შეეხოს?
ეს შეხვედრა ყველასთვისაა, ვინც ლიტერატურას არა მხოლოდ როგორც ტექსტს, არამედ როგორც ფსიქიკურ პროცესს ისე აღიქვამს და სურს ჩაწვდეს პოეზიას ახალი და განსხვავებული პერსპექტივებით.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
