Gastronome Wines & Spirits გიწვევთ ტეკილას მასტერკლასზე, სადაც აღმოაჩენთ მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპირიტის ნამდვილ კულტურას, ისტორიასა და მრავალფეროვან სტილს.
საღამოს განმავლობაში გაეცნობით ტეკილას წარმოების პროცესს , აგავას კულტივაციიდან დისტილაციამდე და გაიგებთ იმ დეტალებს, რომლებიც ტეკილას უნიკალურ ხასიათსა და არომატულ პროფილს ქმნის.
მასტერკლასს გაუძღვება Gastronome ჯგუფის ალკოჰოლური სასმელების მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკა ჯორბენაძე რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტეკილას ისტორიულ კონტექსტს, ისე დეგუსტაციის პროფესიონალურ ტექნიკებს და თითოეული ნიმუშის არომატულ თუ გემოვნურ თავისებურებებს.
დეგუსტაციის ფარგლებში დააგემოვნებთ სხვადასხვა სტილის ტეკილას, რაც საშუალებას მოგცემთ შეადაროთ განსხვავებული კატეგორიები, დაძველების გავლენა და აგავას ბუნებრივი არომატები ერთ სივრცეში.
ბილეთის ღირებულება: 100 ლარი
თარიღი: 02.07.26
დრო: 20:00
ლოკაცია: Wines & Spirits by Gastronome
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 სთ
მონაწილეობა: 18+.