"თემო რე" კინო მზიურში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა

"თემო რე" კინო მზიურში

"თემო რე" კინო მზიურში
23 Ilia Chavchavadze St., Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

თემო მსახიობია, რომელსაც პარალელურად კურიერადაც უწევს მუშაობა, იმისთვის, რომ თავი გაიტანოს. ფილმის მაყურებელი მასთან ერთად მოივლის თბილისის ქუჩებს, შეხვდება ქალაქის მივიწყებულ ბინადრებს, აღმოაჩენს სიღარიბით დაღდასმულ უბნებს და დაესწრება ისტორიულ-პატრიოტულ წარმოდგენას.

„თემო რე“ დოკუმენტური ფოტოგრაფიისა და მხატვრული კინოს სინთეზია, რომელიც აერთიანებს ტრაგიკულსა და კომიკურს, პირადსა და სოციალურ განზომილებებს. ფილში აღწერილი ყოველდღიური, თითქოს ჩვეულებრივი ქალაქური ყოფა თანდათან შემაშფოთებელ, სიზმრისეულ ხედვად გააიქცევა.

ფილმი ეფუძნება თემო რეხვიაშვილის სადებიუტო, ავტობიოგრაფიულ რომანს „კურიერის ამბები“. მთავარ როლს თავად თემო რეხვიაშვილმა ასრულებს.

 

რეჟისორი: ანკა გუჯაბიძე
ხანგრძლივობა 50 წუთი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2025

 დასწრება თავისუფალია,
 სივრცე #ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
 მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
 პროექტის მიზანია:
 კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან
 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება
 თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება
 მერიის აუქციონის პირობები არ გამოქვეყნებულა. ვაგრძელებთ მუშაობას.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

კაფე მზიური
ეს მზიურის კაფეა, სოციალური საწარმო, გემრიელი კერძების და საინტერესო ღონისძიებების ადგილი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება